სამედიცინო ნარჩენების გადაყრაზე ჯარიმები შესაძლოა გაიზარდოს

ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“გვაქვს შემთხვევები, სადაც ხდება სამედიცინო ნარჩენების ჩაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სამედიცინო ნარჩენები, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნაში იყრება, ეპიდემიის გავრცელების პირველწყაროა, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენმა მუნიციპალურმა ინსპექციამ მონიტორინგის დროს მსგავსი ფაქტები გამოავლინა. რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი რეაგირებაც არის და ჯარიმდებიან, თუმცა აქაც გვინდა გავამკაცროთ ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება. ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში, დაახლოებით, 12-ჯერ იზრდება, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ათმაგი ოდენობის ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, თუკი აქამდე დამრღვევი ფიზიკური პირი 400 ლარით ჯარიმდებოდა, 5 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი თუ ჯარიმდებოდა 1 000 ლარით, დაჯარიმდება 10 000 ლარით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად