სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება და ჩნდება ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩანაწერი – სასულიერო პირი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ანუ, ადამიანები, ვინც ამ სივრცეში იყვნენ, განურჩევლად რელიგიური კონფესიისა, იქნება ის მართლმადიდებელი, თუ სხვა, გადავადების საფუძვლით, ანუ ამ კონკრეტული კანონით ხდებოდა ადმინისტრირება და ახლა, მოხდება მათი ალტერნატიულ შრომით სამსახურში გადანაცვლება. ანუ, არაფრის შეცვლა ამ კუთხით არ მომხდარა. ალტერნატიული შრომითი სამსახური დღესაც არსებობს და თუ ადამიანი აცხადებს, რომ რწმენის, ან სინდისის გამო ის უარს ამბობს მაგალითად, იარაღის ხელში აღებაზე, ის გაივლის ალტერნატიულ შრომით სამსახურს. მაგალითად, თავშესაფრებში, სანიტრად სამედიცინო დაწესებულებებში და ა.შ“, – განაცხადა გიორგაძე.მ

მისი თქმით, არსებული 18 თვის ნაცვლად დღეს არის 12 თვით ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა და ეს შრომა არის ანაზღაურებადი.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, განსხვავდება თუ არა მათი შრომითი ანაზღაურება ამ სივრცეებში უკვე დასაქმებული სხვა ადამიანების ანაზღაურებისგან, გიორგაძემ განაცხადა, რომ მათი ანაზღაურება ნაკლებია.

ეს არის ნაკლები ხელფასი და ეს არის სტანდარტი. ანუ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად საბაზრო ხელფასი რაც არის, ის მისცენ. მაგალითად, მათი ხელფასი წვევამდელის ხელფასს არ უნდა აღემატებოდეს. წვევამდელის ხელფასი ჩვენ შარშან გავაორმაგეთ, მაგრამ ეს არ არის მაღალი და ვგეგმავთ, ეტაპობრივად ესეც გავზარდოთ, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ისინი არ არიან ჯარისკაცები, რომლებიც ასე ვთქვათ, სამსახურში არიან და მათი ხელფასი ვერ იქნება პროფესიული სამხედრო მოსამსახურის ტოლფასი ხელფასი. ისინი წვრთნას გადიან“, – განაცხადა გიორგაძემ.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება პირდაპირ მიბმული იქნება ჯარისკაცის პირობების გაუმჯობესებაზე, არა მხოლოდ წვევამდელის, არამედ პირველ რიგში, პროფესიული სამხედრო მოსამსახურის პირობების გაუმჯობესებაზე და დაგეგმილია ხელფასების ეტაპობრივი ზრდა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად გვაძლევს სავალდებულობა იმ შედეგს, რომელიც გვინდა, მივიღოთ ტოტალური თავდაცვის ამოცანებიდან გამომდინარე და რამდენად პროდუქტიული შეიძლება, იყოს იმ ადამიანების მიერ შესრულებული სამუშაო, რომლებიც ამ ყველაფერს საკუთარი ნებელობით არ აკეთებენ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ ჩვენ, უფლებებთან ერთად, კონსტიტუციურად სხვადასხვა ვალდებულებაც გვაქვს დაკისრებული.

„ეს ასევე მოდის პოლიტიკური პარტია „გირჩიდან“ და ამ ლოგიკით ჩვენ შეიძლება, ანარქიამდეც მივიდეთ. გადასახადების გადახდაც ხომ იძულებით ხდება? აბა, ნებაყოფლობითი იყოს, გადაიხდის ადამიანი გადასახადს?“, – განაცხადა გიორგაძემ.