სამედიცინო დაწესებულებაში ჩხუბის საქმეზე ბრალდებული 4 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს

მიმდინარე წლის მარტში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩხუბის საქმეზე წინასწარ პატიმრობაში მყოფი 4 პირი დღეს სასამართლო დარბაზიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

რეზო წულუკიძეს, დავით ქამადაძეს და ზაურ ქედელიძეს სამი წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, ელდარ ანთაძეს – 3 წლით და 6 თვით. ოთხივე მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა პირობით ჩაეთვალა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების შემდეგ მიიღო.

“ვაღიარებთ დანაშაულს. ბოდიშს ვუხდით სამედიცინო პერსონალს,” – უთხრეს ბრალდებულებმა მოსამართლეს. დღემდე ისინი ხულიგნობის ფაქტს ადასტურებდნენ, მაგრამ არ აღიარებდნენ მის განზრახ ჩადენას.

მარტში სამედიცინო დაწესებულებაში ერთმანეთს 5 პირი დაუპირისპირდა. ერთ-ერთი მათგანს ცეცხლსასროლი იარაღიც ჰქონდა თუმცა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გირაოს სანაცვლოდ რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად