სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ უკანონოდ გახსნილი კოვიდ ტესტირების დაწესებულებები გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, პერიოდულად, ახდენს კოვიდ ტესტირების სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გადამოწმებას, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

სააგენტოს მიერ, გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ კოვიდ ტესტირების პუნქტი, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში იყო განთავსებული. დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა. რეგულირების სააგენტოს მიერ, დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს
მსგავსი შემთხვევები გამოიკვეთა ქალაქ რუსთავსა და ბათუმშიც.
„ძირითადად, აღნიშნული ტიპის დაწესებულებები იღებენ ნაცხს და აგზავნიან ლაბორატორიებში, თუმცა აუცილებელია, რომ მათ სააგენტოში გადმოაგზავნონ შესაბამისი შეტყობინება და აკმაყოფილებდნენ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტს“, – აღნიშნავს რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე.

კომენტარები
იტვირთება...