სამების საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაიშვიდზე მივიდა

სამების საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა, სადაც ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაიშვიდი მიმდინარეობს.

ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ. ის კორონავირუსით 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მუსიკოსს პანთეონში ანა კალანდაძის და ნოდარ დუმბაძის გვერდით დაკრძალავენ.

მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

ანზორ ერქომაიშვილი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...