სამბისტების 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

ესპანეთის ქალაქ ხიხონში კონტინენტის 29 ქვეყნის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა სამბოში ევროპის 2019 ჩემპიონატში.

ქართველმა სამბისტებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავეს, ინდივიდუალურ პირველობაზე კი მათ სამი ოქროს 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ:

ქალები

+80კგ – ელენე ქებაძე

კაცები

62კგ – თორნიკე ჭოველიძე

68კგ – მინდია ლილუაშვილი

ვერცხლის მედალოსნები გახდნენ:

ქალები

80კგ – ნინო ოძელაშვილი

კაცები

+100კგ – ბექა ბერძენიშვილი

ბრინჯაოს მედალოსნები არიან:

კაცები

52კგ – ლევან ბერბერაშვილი

57კგ ირაკლი კუპატაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...