A1 ბანერი

სამაშველო ოპერაცია და პირველი ვიდეოკადრები საკრუიზო ლაინერიდან – 150 მგზავრი ევაკუირებულია

ამ წუთებში, ნორვეგიის სანაპიროსთან, საკრუიზო ლაინერიდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს. სამაშველო ვერტმფრენებით ამ დროისთვის 150 მგზავრი ევაკუირებულია.

როგორც ნორვეგიის ხელისუფლება იუწყება, გემ „ვიკინგ სკაის” ძრავი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც გემმა ჩაძირვა დაიწყო. ხომალდიდან განგაშის სიგნალი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მიიღეს. მგზავრების ევაკუაცია მთელი ღამე გაგრძელდება.

როგორც მედიასაშუალებები იუწყებიან ბორტზე მგზავრების უმეტესობა აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლები არიან.

კომენტარები
იტვირთება...