სამართლიანმა არჩევნებმა კოტე შარაშენიძის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოებამ”(ISFED) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე შარაშენიძეს წინააღმდეგ №60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩვარი შეიტანა.

ორგანიზაცია ოზურგეთის მერობის კანდიდადტს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ედავება, რაც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ISFED-ის საჩივრის მიხედვით, ოზურგეთის მოქმედმა მერმა და 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში  მერობის კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ 10 სექტემბერს წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა, რომელშიც  მონაწილეობას იღებდნენ ოზურგეთის მერიისა და ამავე მერიის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლები.

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების საჩივრის მიხედვით, ამომრჩეველთან შეხვედრა 1,5 საათს გაგრძელდა. სადაც კონსტანტინე შარაშენიძის ძირითადი გამოსვლა ოპონენტების საწინააღმდეგო მოწოდებებს დაეთმო. შეხვედრას ესწრებოდა უშუალოდ ISFED-ის წარმომადგენელი.

კომენტარები
იტვირთება...