სამართალდამცველებმა ვენაში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს

ავსტრიის ქალაქ ლინცში, ვენაში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. ამის შესახებ Kronen Zeitung წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ისლამისტი პოლიციისთვის ადრე იყო ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავება მოხდა სროლის გარეშე.

2 ნოემბერს ვენის ცენტრში განხორციელდა თავდასხმების სერია. მედიის ცნობით, თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე სინაგოგა იყო. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ინციდენტი ტერაქტი იყო. დაღუპულია ოთხი ადამიანი. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების განცხადებით, მოკლულია ერთი თავდამსხმელი და ერთს კიდევ ეძებენ. ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ მოკლული თავდამსხმელი ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად