სამართალდამცველებმა მარნეულში 19 გრამი ჰეროინი ამოიღეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული, წარსულში ხულიგნობისთვის ნასამართლევი ისა გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით მარნეულის ავტოსადგურში დააკავეს. 

სამართალდამცველებმა ისა გ. იმ დროს დააკავეს, როდესაც ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ამანათის გაგზავნას აპირებდა. პოლიციის თანამშრომლებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, საკვებ პროდუქტში გადამალული 57,191 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად 19,6549 გრ ჰეროინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ისა გ. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად