ამერიკული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კაპიტოლიუმის შენობიდან დემონსტრანტები გააძევეს
შენობაში დემონსტრანტთა ნაწილის შეჭრის და ამის შედეგად დებატების შეწყვეტის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის რაც ხდებოდა, გადაჭრიალების მცდელობა იყო და არა პროტესტი და დონალდ ტრამპს ურჩია მიემართა მხარდამჭერებისადმი და მოეწოდებინა მათთვის, დაეტოვებინათ შენობა.


დონალდ ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ არჩევნები მოპარული იყო, თუმცა მომხრეებს მოუწოდა დაეტოვებინათ შენობა და სახლებში წასულიყვნენ.
არეულობის დაწყების შემდეგ ვაშინგტონის მერმა კომენდანტის საათი გამოაცხადა. პოლიცია აცხადებს რომ 20-მდე დემონსტრანტია დაკავებული. დაჭრილია ქალი, რომელიც სხვებთან ერთადშენობაში იყო შეჭრილი. ერთი მამაკაცი კედელზე 9 მეტრიან კედელზე აძრომის დროს ჩამოვარდა და მძიმედაა დაშავებული.
P.S. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ქალი, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა და დაჭრეს, გარდაიცვალა