სამართალდამცავი “შეცვალეს” წევრებს : საოკუპაციო ზოლი გადმოწეული არ არის

მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ ქმედებები გააპროტესტეს. მათ ატოცის ტერიტორიაზე შესვლაც სცადეს, თუმცა, ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

“მე, როგორც პოლიციის ოფიციერი, ამ შემთხვევაში ვხელმძღვანელობ კანონით პოლიციის შესახებ. 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად. რაც გულისხმობს, რომ მე თქვენ შემიძლია შეგიზღუდოთ დროებით გადაადგილება ამ ტერიტორიაზე, თუ ეს თქვენთვის არის საფრთხის შემცველი ან გარშემომმყოფებისთვის.

“საოკუპაციო ზოლი გადმოწეული არ არის აბსოლუტურად. უკანონო ბორდერიზაცია კი ბატონო, განხორციელდა, მაგრამ საოკუპაციო ზოლი გადმოწეული არ არის”,-განაცხადა სამართალდამცავმა.

თუმცა, აქციის მონაწილეები გადაადგილების შეზღუდვას ანტიკონსტიტუციურად აფასებენ და სამართალდამცველებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად