სამართალდამცავებმა პირველი არხის ჯგუფს აპარატურა დაუმტვრიეს და ჟურნალისტი დააკავეს

გამთენიისას, ფილარმონიის წინ მომხდარი შეტაკების დროს, სამართალდამცავებმა პირველი არხის გადამღები ჯგუფის აპარატურა დააზიანეს და ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებპორტალი ავრცელებს.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მათ კოლეგას ნიკა მუხიგულაშვილს პოლიციელებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, კამერა დაუმტვრიეს, შემდეგ კი დააკავეს. ჟურნალისტი ორთაჭალის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მიიყვანეს, შემდეგ კი კი თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

როგორც “მოამბის” ოპერატორი ყვება, მისი კოლეგა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ შეტაკებას იღებდა, რა დროსაც პოლიციელებმა მას საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვეს. მას შემდეგ, რაც ნიკა მუხიგულაშვილმა პოლიციელებს მოწმობა წარუდგინა და განუმარტა, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ის სცემეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს.

პოლიციელებმა აქციის მონაწილეები დააკავეს. დემონსტრანტებმა რუსთაველის ქუჩის დატოვების შემდეგ კოსტავას ქუჩაზე, შემდეგ კი მელიქიშვილის ქუჩისკენ გადაინაცვლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, ახალგაზრდებმა რამდენიმე მაღაზიის ვიტრინა და საცხოვრებელი სახლების მინები ჩაამსხვრიეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად