სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებული „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელი სასამართლომ გაათავისუფლა

საქმე საჩხერის რაიონულ სასამართლოში განიხილებოდა, გადაწყვეტილება ზაზა ჩინჩალაძის გათავისუფლების შესახებ მოსამართლე ივანე ყიფიანმა მიიღო.

ინციდენტი პილიციელებსა და მაღაროელს შორის ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიაზე მოხდა. ჩინჩალაძის ახლობლები ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ დაკავებულსა და პოლიციელებს შორის მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელი ზაზა ჩინჩალაძე ჭიათურაში, მადნის გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად