სამადაშვილი: ზაქარია ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი კომისია უნდა შეიქმნას

პარტია “ნაციონალურ მოძრაობის” წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი, საქართველოს პარლამენტი ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის საქმინობის შემსწავლელი კომისიის შექმნას ითხოვს.

„მიმაჩნია, რომ ზალკალიანიც უნდა გადადგეს თანამდებობიდან ისევე, როგორც გახარია. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აქტს, რაც იყო გავრილოვის ვიზიტი საქართველოში, ყველა კომპონენტის ჩათვლით, მათ შორის, შეისწავლის წლების მანძილზე ქუცნაშვილის საქმიანობას სწორედ ამ ფორუმის ფარგლებში. რუსეთის ეკლესია ეს არის პუტინის გავლების პირდაპირი მექანიზმი, რბილი ძალის მექანიზმი და თანამშრომლობა ამ ძალის გამოყენების მიზნით, ეს არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი საქართველოდან, წლების მანძილზე ზაქარია ქუცნაშვილი იყო.

ცნობისთვის, 2019 წლის 19-20 ივნისს  ასამბლეა თბილისში ჩატრადა.

20 ივნისს ასამბლეა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში ჩატარდა. სესიას ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვი გაუძღვა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართვა ოკუპანტი ქვეყნის ენაზე (რუსულ ენა) გააკეთა. რაც საქართველოს მოქალაქეებმა გააპროტესტეს.

პროტესტი იმდენად მძლავრი იყო, რომ რუსეთის დუმის დეპუტატს და დელეგაციის სხვა წევრებს საქართველოს დატოვებამ მოუწიათ.

მომხდარის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარლამენტის იმჟამიდნელმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  აიღო და თანამდებობა დატოვა.

ასევე, პირადი განცხადების საფუძველზე დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა აღნიშნული ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...