სამადაშვილი: ვაპირებთ, პრემიერ-მინისტრი და მინისტრები პარლამენტში დავიბაროთ!

ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, სადაც პარლამენტის საქმიანობაზე ისაუბრა კორონავირუსის დროს.

სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიცია აპირებს საქართველოს პარლამენტში, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და შესაბამისი უწყებრივი მინისტრები დაიბარონ.

” მთავარი საკითხი ახლა, რა თქმა უნდა, არის ის რომ, ჩვენ ვაპირებთ, დავიბაროთ, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასევე ყველა შესაბამისი უწყებრივი მინისტრი პარლამენტში, როგორც პლენარულ სხდომაზე, შესაბამისი ინტერპელაციის წესით, ასევე კომიტეტებზე, მოსმენებზე, იმისთვის რომ მივიღოთ პასუხები არა ჩვენ, არამედ საზოგადოებამ”-ამბობს სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად