სამადაშვილი თალაკვაძეს: აქ სულელი არავინაა – ვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას!

ასე პასუხობს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“-ს წევრი სალომე სამადაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის გაკეთებულ განცხადებას.

„დღეს ხელისუფლების მცდელობაა, ჩააგდოს საკონსტიტუციო ცვლილება და ეს გადააბრალოს ოპოზიციას. რა თქმა უნდა ამის ნებართვას არვინ მისცემს ბატონ თალაკვაძეს. სულელი არავინაა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საკმარისზე მეტი ხმები აქვს ქართულ ოცნებას ნებისმიერი ცვლილების გასატანად ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.
ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა, რასაც ვითხოვდით ისევ იმას ვითხოვთ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
ვფიქრობ, რომ არანაირ მოწოდებებს საერთაშორისო თანამეგობრობამ სხვა აზრი დააფიქსიროს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ საერთაშორისო პარტნიორების არერთხელ იქნა უკვე ხმა ხმამაღლა დაფიქსირებული“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა “მთავარ არხთან”.

შეგახსენებთ, არჩილ თალაკვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს გაჟღერდა, ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად