სამადაშვილი თადუმაძეს: ბატონო შალვა, თქვენ ხართ თაღლითი და უვიცი ! (ვიდეო)

“ბატონო შალვა, თქვენ ხართ თაღლითი და უვიცი “,-ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს.

ამ სიტყვებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს მიმართა და დიპლომის გაყალბებაში დადანაშაულა.

“დავადგინეთ რომ შალვა თადუმაძეს განათლება არ აქვს მღებული, არ ახსოვს რა საგნებს სწავლობდა”

“ქალბატონო სალომე, თქვენ იქცევით პარლამენტის წევრისთვის შეუფერებელი საქციელით, რას ფიქრობთ, რომ მოგცემთ საშუალებას რომელიმე კანდიდატს შეურაცხყოფა მოაყენოთ? – ასეთი შემთხვევა არ გვქონია. თქვენ აჩვენებთ სახეს როგორი უნდა იყოს არაეთიკური პარლამენტის წევრი”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად