სამადაშვილი სწრაფ ტესტებზე: სწორედ ასეთ დროს ხდება ხოლმე რაღაც სქემების დალაგება

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ამ პროცესის გამჭვირვალეობა არ არსებობდა. თქვენ და ბევრი ჟურნალისტი აკვირდებოდით ამას და ვფიქრობ, რომ არავის არ გაქვთ კონკრეტული დეტალური ინფორმაცია. რა ტიპის კონტრაქტი იყო, გადაზღვეული იყო თუ არა? ძალიან ბევრი შეკითხვებია და ამ შეკითხვებზე პასუხი არის გადაუდებელი აუცილებლობა. განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვართ.

დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ ეს არის კომერციული ინფორმაცია და შესაბამისად საიუმლოა,  თუ ვისზეა საუბარი, ვინ დადო და ა. შ. არ შეიძლება ეს ინფორმაცია იყოს კომერციული საიდუმლოება. მით უმეტეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გვაქვს გამოცხადებული და როგორც მინიმუმ პარლამენტის წევრებს მაინც უნდა გვქონდეს და შესაბამისად ჩვენ როგორც ფრაქცია მივმართავთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ ამომწურავი ინფორმაცია გვქონდეს, გასაგებია, რომ კრიზისი და საგანგებო მდგომარეობაა და სწორედ ასეთ დროს ხდება რაღაც სქმემების დალაგება, როდესაც არავის აქვს შესაძლებლობა გააკონტროლოს ესა თუ ის უწყება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად