სამადაშვილი: შარლ მიშელს ვუთხარი, მამაშენი ბევრჯერ დავპატიჟე საქართველოში, კარგია შენ მაინც რომ ჩამოხვედი-მეთქი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი “რეაქციაში” საუბრისას აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მამას კარგად იცნობდა და საქართველოშიც ეპატიჟებოდა, თუმცა უშედეგოდ.

“შარლ მიშელის მამას კარგად ვიცნობდი, ადრე იყო ევროკომისარი განვითარების დარგში. ლუი მიშელი ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი იყო, გუშინ ვუთხარი სწორედ მიშელს. მამათქვენი ბევრჯერ დავპატიჟე საქართველოში და სულ მეუბნებოდა, რომ იცით, თქვენზე პრობლემატური ქვეყნებია აფრიკაში და მირჩევნია იქ ჩავიდეო. კარგია, რომ შენ მაინც ჩამოხვედი ჩვენს ქვეყანაში, რადგან მამაშენი ვერ მოხვდა საქართველოში, მიუხედავად ჩემი მოწვევისა. ამით რისი თქმა მინდა, ვდეგრადირებთ ჩვენ. ევროცენტრისტულად კი გამომდის მაგრამ აფრიკულმა ბევრმა სახელმწიფომ გაგვასწრო, დეგრადირებს ჩვენი სახელმწიფო ყოველდღიურად”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...