სამადაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას: თქვენ ხართ, ბიძინა ივანიშვილის გოშიები! (ვიდეო)

ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საპატრიარქოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

” “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი არის ერთი! თქვენ ამ პარლამენტში ხართ ბიძინა ივანიშვილის გოშიები.

თვქენ არ ხართ პარლამენტის წევრები. ეს არის პარლამენტი, მე-9 მოწვევის პარლამენტი, რომელიც შევა ისტორიაში, როგორც ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში”,-მიმართა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად