სამადაშვილი: როდესაც უცნობი მამაკაცი უშვერი სიტყვებით თავს დაგვესხა, იგნორირება ვცადეთ, არ გაჩერდა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მას საკუთარი სახლის წინ უცნობი პირი უშვერი სიტყვებით თავს მაშინ დაესხა, როცა “მთავარი არხის” ჟურნალისტი მასთან ინტერვიუს იწერდა.

“როგორც ხშირად, ჩემი სახლის წინ მთავარი არხის ჟურნალისტი იწერდა ინტერვიუს. ლუიც საღამოს გასეირნებისთვის ემზადებოდა. მაგრამ ვაკის პოლიციაში ამოყო თავი, ჩემთან ერთად. როდესაც უცნობი მამაკაცი უშვერი სიტყვებით თავს დაგვესხა, იგნორირება ვცადეთ, არ გაჩერდა. ბოლოს კამერით გაეკიდნენ, გაიქცა. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა, დღემდე. ცენტრალური ქუჩა არაა, შემთხვევით არავინ სეირნობს აქ. მადლობა საპატრულო პოლიციის ვაკის განყოფილებას ოპერატიული რეაგირებისთვის. თუმცა, დიდი იმედი, ცხადია, არ მაქვს, რომ ისეთივე მყისიერ სვლას მისცემს ამ საქმის გამოძიებას სამართალდამცავი სისტემა, როგორც ანრი ოხანაშვილზე განხორციელებულ ვერბალურ თავდასხმას. სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტების ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მმართველი პოლიტიკური ძალა, თავად არის პოლიტიკური შევიწროვების და ძალადობის ორგანიზატორი. ეს არის უბედურება, თორემ პოლიტიკოსები ყველგან ხდებიან თავდასხმის ობიექტი. დასრულდება ეს ყველაფერი, საკუთარ სახლთან და ჩვენს ქუჩებში, ყველა თანაბრად დაცულად იგრძნობს თავს. P.S. მშვიდობით დამთავრდა, ლუიც პოლიტიკურად გამოიბრძმიდა, თუმცა კი, დაიქანცა”-წერს სალომე სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად