სამადაშვილი: რაც მეტად დაუპირისპირდება საზოგადოების მოთხოვნას ივანიშვილი, მით უფრო გაღრმავდება კონფლიქტი

“თუ დათმობაზე არ წავა ხელისუფლება, ის კიდევ უფრო გააღრმავებს კონფლიქტს საზოგადოებასთან,”- ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

“ხელისუფლებას ავიწყდება, რომ, მართალია, ამ შემთხვევაში, მოლაპარაკებებს აწარმოებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მაგრამ მოთხოვნა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არის საზოგადოების და მოქალაქეების მოთხოვნა.

თუ დათმობაზე არ წავა ხელისუფლება, ის კიდევ უფრო გააღრმავებს კონფლიქტს საზოგადოებასთან, რომელიც უკვე არსებობს.

“ქართულ ოცნებას”, ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვანაირად ესახებათ საქართველოს მომავალი.

რაც უფრო დაუპირისპირდება საზოგადოების მოთხოვნას ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, მით უფრო გაღრმავდება ეს კონფლიქტი,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად