სამადაშვილი: რა არის არაეთიკური იმაში, თადუმაძეს თაღლითი რომ დავუძახე? ოხანაშვილსაც “ბუტკაში” თუ აქვს განათლება მიღებული, შევახსენებ

“რა არის არაეთიკური იმაში, თადუმაძეს თაღლითი რომ დავუძახე? ოხანაშვილსაც “ბუტკაში” თუ აქვს განათლება მიღებული, შევახსენებ…” – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი Facebook-ში წერს:

“რა არის არაეთიკური იმაში, რომ თადუმაძეს დავუძახე თაღლითი? ოხანაშვილსაც “ბუტკაში” თუ აქვს მიღებული განათლება, შევახსენებ: “თაღლითობას, აქვს ინფორმაციული ხასიათი, რაც იმაში გამოიხატება, რომ დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ან პირიქით ნამდვილი ინფორმაციის დამალვით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი” სსკ, მუხლი, 180; დაზარალებული, ამ შემთხვევაში-საქართველოს ყველა მოქალაქეა”, – წერს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს უსმენენ, სალომე სამადაშვილმა თქვა: “ბატონო შალვა, თქვენ ხართ თაღლითი და უვიცი”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად