სამადაშვილი რ2-ზე: მეგონა 2 თვეს მაინც დაიცდიდნენ, მაგრამ სექტემბრის აქციის მოლოდინში ისტერიკა აქვთ

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი Facebook-ში წერს:

“დარწმუნებული ვიყავი, ხალვაში გამტარი რგოლი იყო, რუსთავი2-ს ვინმეს, სავარაუდოდ რუსეთის და ბიძინასთვის სანდო პირს გადაულოცავდა, მეგონა ორ თვეს მაინც დაიცდიდა, ზრდილობისთვის. მაგრამ არა, ისტერიკა აქვთ სექტემბრის აქციების მოლოდინში, ერთი დღეც არ იცდიან. ამიტომ სექტემბერიდან, ყველა ქუჩაში!!!” – წერს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, ქიბარ ხალვაშმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთავი 2-ს ყიდის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...