სამადაშვილი “რ2”-ის საქმეზე: ეს გადაწყვეტილება ჩემთვის იყო იმედგაცრუება

ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა “კურიერთან” სტრასბურგის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

“ეს გადაწყვეტილება ჩემთვის იყო იმედგაცრუება, მაგრამ ეს ხდება ხოლმე, სტრასბურგის სასამართო მიუხედავად მისი ძალიან მაღალი რეპუტაციისა იღებს გადაწყვეტილებებს სადაც რომელიღაცა მხარე არის უკმაყოფილო, მაგრამ მთვარია გვესმოდეს რა მოყვება ამ გადაწყვეტილებას.

ჩვენ ახლა ვართ ძალიან სენსიტიურ გარემოში, გველოდება არჩევნები და ყველანაირი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ რეალურად მხარე იყო ხელისუფლება და ეს აღიარეს კიდეც უმრავლესობის ლიდერებმა, როდესაც თქვეს, რომ სახელმწიფომ გაიმარჯვა, ახლა მათ ბოროტად არ გამოიყენონ ეს გადაწყვეტილება და შესაბამისად მისცენ შესაძლებლობა მხარეს, ამ შემთხვევაში “რუსთავი 2”-ის ამჟამინდელ მფლობელებს, რომ ბოლომდე მიიყვანონ სამართლებრივი პროცესი,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...