სამადაშვილი: “ქართული ოცნება” არის რუსული ოცნება, ივანიშვილს არანაირი ხრიკები არ გაუვა!

“ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა, ვუთხრათ ივანიშვილს, არანაირი ხრიკები არ გაუვა, ვერ დაყოფს საზოგადოებას, ვერ დაანაწევრებს”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ვხედავთ რომ ბიძინა ივანიშვილს არჩეული აქვს ასეთი სტრატეგია, დაანაწევროს ჩვენი საზოგადოება, დაყოს, გადაკიდოს ერთი ჯგუფი მეოეს და გააგრძელოს ბატონობა. უნდა გვესმოდეს რომ ერთადერთი გამყოფი ხაზი არსებობს დღეს ქვეყანაში, ეს არის ძალიან მარტივი, ჩვენ ან ვიცხოვრებთ იმ ევროპულ ქვეყანაში, რომელიც გვინდა ან მართლაც, გავხდებით რუსეთის რომელიღაც ღატაკი გარე გუბერინია.

მოდით მეგობრებო, როცა არ გვინდა გუბერნიაში ყოფნა, დავივიწყოთ სხვა გამყოფი ძალები. “ქართული ოცნება” არ არის ქართული ოცნება, ის არის “რუსული ოცნება”, “ქართული ოცნება” ცდილობს წაგვართვას ის ოცნება, რომელიც აერთიანებს ქართველ ერს, ეს არის ევროპული, დამოუკიდებელი, ძლიერი სახლემწიფო. ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა, ვუთხრათ ივანიშვილს, არანაირი ხრიკები არ გაუვა, ვერ დაყოფს საზოგადოებას, ვერ დაანაწევრებს “,-განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...