სამადაშვილი: პოლიტიკური კრიზისი მსგავსი პოლიტიკით გაღრმავდება, გახარია უნდა გადადგეს!

“გახარია გადადგეს თანამდებობიდან, რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება და დადგინდეს მისი პასუხისმგებლობა”,- ამის შესახებ, ” ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ის გიორგი გახარიას მიერ ტვ „პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

“დღეს მთავარია გიორგი გახარიამ დატოვოს თანამდებობა. როდესაც იქნება ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს გამოძიება 20 ივნისის დღის და ღამის, რა მოხდა იმ დღეს.

გიორგი გახარიამ ინტერვიუში რაც ისაუბრა, შემიძლია გითხრათ რომ ნებისმიერ დამოუკიდებელ სასამართლოში, მსგავსი ჩვენებები ჩაითვლებოდა, რა თქმა უნდა, ცრუ ჩვენებად. მხოლოდ ამაზეც კი დაეკისრებოდა სამართლებრივი პასუხიმგებლობა, უბრალოდ, აღარ ვსაუბრობ, რაც მოხდა 20 ივნისის ღამეს.

შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისი ჩვენს ქვეყანაში, მხოლოდ გაღრმავდება მსგავსი პოლიტიკით, ამიტომ, მოწოდება კიდევ არის ის რომ აქციის მოთხოვნა გათვალისწინებული იყოს, გახარია გადადგეს თანამდებობიდან, რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება და დადგინდეს მისი პასუხისმგებლობა”,-განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...