სამადაშვილი: დაწყებული გვაქვს მზადება, ერთიანი ბრძოლით დავამარცხოთ ივანიშვილი

“დაწყებული გვაქვს მზადება, რომ ერთიანი პოზიციით, ერთიანი ბრძოლით დავამარცხოთ ივანიშვილი”-ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე, მათი მოთხოვნების შესრულებამდე კვლავ უარს აცხადებს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიცია დარწმუნებულია რომ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას ნებისმიერი საარჩევნო სისტემით დაამარცხებენ.

“ოპოზიციას სჯერა, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემით დაამარცხებს ივანიშვილის ხელისუფლებას. ამიტომ ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მზადება, რომ ერთიანი პოზიციით, ერთიანი ბრძოლით დავამარცხოთ ივანიშვილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებით არანაირ ცვლილებებს, რომელიც არ უზრუნველყოფს ერთ რამეს – ქართველი ხალხის არჩევანი აისახოს არჩევნების შედეგში. სწორედ ეს იყო პროპორციული სისტემის მოთხოვნის მიზანი და მიზეზი,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად