სამადაშვილი: მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერება პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებს

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლიც სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შესაძლო შეწყვეტას უკავშირდება.

„ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დადგება, რომ ან ამ გზას დაადგეს და მისი უმრავლესობა აიძულოს, ხელმეორედ მიიღონ უპრეცედენტო სამარცხვინო გადაწყვეტილება, როგორიც ერთხელ უკვე მიიღეს, ან ნიკა მელიას შესაძლებლობა მისცეს, რომ პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს. ხელისუფლებას ვურჩევდი, მეორე გადაწყვეტილება მიიღოს, მელიას საქმიანობაში ნუ ჩაერევა, რადგან ეს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების – ზურაბ ადეიშვილისა და ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

ნიკა მელიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, ორი წლის და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად