სამადაშვილი კუჭავას: თავზე ორჯერ დაგახიეს ევროკავშირის დროშა – სწორედ ამიტომ, თქვენ დღეს, აქ, ამ დარბაზში დარჩებით მარტო

“უცნაური განცხადებაა იმ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომელსაც აი, აქ თავზე ორჯერ დაგახიეს ევროკავშირის დროშა.” -ასე მიმართა პარლამენტის ფრაქცია “ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას.

“უცნაური განცხადებაა იმ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომელსაც აი, აქ თავზე ორჯერ დაგახიეს ევროკავშირის დროშა. თქვენ წარმოადგენთ იმ ხელსიუფლებას, რომელმაც დაგეშა და ჟურნალისტებზე სანადიროდ მიუშვა მოძალადეების ჯგუფები და თქვენი პრემიერ მინისტრი დღეს დილას ბედავს და გვემუქრება. ემუქრება დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ მედიას, ემუქრება ყველა ჩვენთაგანს, ვინც ვბედავთ და დამოუკიდებელი აზრი გვაქვს ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, თქვენ დღეს, აქ, ამ დარბაზში დარჩებით მარტო”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის განცხადებამდე ოპოზიციას სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.

ის, რაც დღეს აქ ვიხილეთ, მე არ ვიცი, რამდენად ვინმეს ინტერესებშია თუ არა ჩვენი მტრის, საკონსტიტუტიო, მთავარი წარმომაგდენლობითი ორგანო -პარლამენტში რაც ხდება, მცდელობა, ჩაიშალოს პროცესი იმ მოთხოვნით, რომელზეც თანახმაა უმრავლესობა. ამაზე ვისაუბრეთ ბიუროზე, იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც და ვთქვით, იქნება ეს საგამოძებო კომისია და იქნება რიგგარეშე სხდომა, სადაც მინისტრს მოვიწვევთ. ის, რომ პარლამენტში შემოიპარა ის წევრები, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდა, არც საშვი იყო დაშვებული, უბრალოდ შემოიპარა და შემდეგ რაც სასესიო დარბაზში ხდებოდა, ვინმეს მიგაჩნიათ ნორმალუარდ? ნებისმიერი თქვენთაგანი რომ ხელისუფლებაში იყოთ, დაუშვებდით მსგავს ფორმას? მესმის პროტესი, არის ბიუროც და არის ფორმატები, რომლის გამოყენებაც შეგიძიათ. მოვიწივიოთ, მოვიყვანოთ პრემიერ მინისტრი და გავაცემინოთ ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც გაგაჩნიათ. ეს ჩხუბი, აყალმაყალი, პარლამენტის მუშაობის ბლოკირება… დასვით ერთადრეთი კითხვა: ვის აძლევს ეს ხელს? – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის დეპუტატებს.

კომენტარები
იტვირთება...