სამადაშვილი: ივანიშვილს თუ გონია, რომ წყალი მოგვასხა და მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას-ცდება!

“არავის არ ეშინია ბიძინა ივანიშვილის წყლის ჭავლის”,-ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა “კურიერთან” განაცხადა.

“არავის არ ეშინია ბიძინა ივანიშვილის წყლის ჭავლის, არც რეზინის ტყვიების და არც ტყვიების. ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. საქართველო არ იქნება რუსეთის მსგავსი ქვეყანა და არ იქნება რუსეთის ნაწილი, რაც სურს ივანიშვილს… ბიძინა ივანიშვილს თუ გონია, რომ წყალი მოგვასხა და ამიტომ მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას, ძალიან ცდება,“ – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაათავისუფლა.

სპეციალური დანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირის გასაწმენდად სპეციალურ ტექნიკას, კერძოდ, წყლის ჭავლის მანქანასაც იყენებს.

სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.

შეგახსენებთ, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა.

თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

17 ნოემბერს ღამე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად