სამადაშვილი: ივანიშვილს არჩეული აქვს ჩვენი საზოგადოების დანაწევრების სტრატეგია

“არჩეული აქვს ასეთი სტრატეგია, დაანაწევროს ჩვენი საზოგადოება, დაყოს, გადაკიდოს ერთი ჯგუფი მეორეს”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ვხედავთ რომ ბიძინა ივანიშვილს არჩეული აქვს ასეთი სტრატეგია, დაანაწევროს ჩვენი საზოგადოება, დაყოს, გადაკიდოს ერთი ჯგუფი მეოეს და გააგრძელოს ბატონობა. უნდა გვესმოდეს რომ ერთადერთი გამყოფი ხაზი არსებობს დღეს ქვეყანაში, ეს არის ძალიან მარტივი, ჩვენ ან ვიცხოვრებთ იმ ევროპულ ქვეყანაში, რომელიც გვინდა ან მართლაც, გავხდებით რუსეთის რომელიღაც ღატაკი გარე გუბერინია.”,-განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...