სამადაშვილი: ივანიშვილის ამოცანაა გააქროს ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეები

“ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე, რადგან ივანიშვილის ამოცანაა გააქროს ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეები.”,- აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

„გახარიას გადადგომის მოთხოვნა უნდა დარჩეს და ასევე მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ ამ ცაიტნოტში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს პროპორციულ არჩევნებს, დასაფიქრებელია რას გამოიწვევს ეს. ძალიან კარგი არის ქაოსური ვითარება, სადაც არის ბევრი წვრილი მოთამაშე, რადგან ამ წვრილ მოთამაშეებს ოლიგარქები ძალიან იაფად იმორჩილებენ და ამის მაგალითი ბევრგან იყო…

საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე, რადგან ივანიშვილის ამოცანაა გააქროს ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეები.- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...