სამადაშვილი: ისევე, როგორც “ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის წარსულია

“არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მომავალი სურს, არ უნდა განიხილავდეს წარსულთან კოალიციას”. – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებს.

როგორც სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის წარსულია, როგორც “ქართული ოცნება” და “ნაციონალურ მოძრაობას” არასდროს არაფერი საერთო არ ექნება რუსეთის ხელდასხმულ პოლიტიკურ ძალასთან.

“ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის წარსულია ისევე, როგორც “ქართული ოცნება”. “ნაციონალურ მოძრაობას” არასოდეს არაფერი საერთო არ ექნება რუსეთიდან ხელდასმულ პოლიტიკურ ძალასთან და რუს ოლიგარქთან, როგორც არის ივანიშვილი.

ასევე საერთო არ ექნება იმ ძალასთან, რომელმაც ქართველი ხალხი გააღატაკა და რომელმაც ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი ჩიხში შეიყვანა, რადგან თვისობრივი ღირებულებრივი განსხვავებებია ჩვენს შორის. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა ივანიშვილია და ძალიან კარგია, რომ ჩვენთან არ განიხილავს არანაირ კოალიციის შექმნას, რადგან ეს აჩვენებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დღეს არის მთავარი ალტერნატივა “ქართული ოცნების” და ეს კარგად იცის ივანიშვილმა”-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...