სამადაშვილი: ირაკლი სესიაშვილმა კომიტეტიც უნდა დატოვოს და მანდატიც

“ჩემი აზრით, ის უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. მე მგონია, რომ მანდატი უნდა დატოვოს.”,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა “კურიერთან” განაცხადა.

„იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში, ფაქტობრივად, ხანძარი ანთია, ირაკლი სესიაშვილის განცხადება ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფა თითოეული ადამიანის, ვინც მოდის აქციებზე. ჩემი აზრით, ის უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. მე მგონია, რომ მანდატი უნდა დატოვოს. მან მომაგონა ჩემი ბავშვობა, როდესაც აქ, ჩემი სკოლის წინ, დაერია საბჭოთა ჯარი მომიტინგეებს და მეორე დღეს, ბატონმა როდიონოვნმა მოსკოვში, უმაღლეს დეპუტატთა საბჭოში განაცხადა, რომ მომიტინგეებმა ერთმანეთი გაჭყლიტეს. როდიონოვის ენით გვესაუბრება საქართველოს პარლამენტში, ჩვენი ქვეყნის პარლამენტის უშიშროების და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მან კომიტეტიც უნდა დატოვოს და მანდატიც,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმაპლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად