სამადაშვილი: გავრილოვი პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებს

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვებასთან დაკავშირებით.

როგორც სალომე სამადაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ივნისის თვეში, თბილისში დაგეგმილ მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე იგეგმება სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლა, რომელსაც დარღვეული აქვს კანონი “ოკუპაციის შესახებ”.

​”შეგიძლიათ გაეცნოთ მის საქმიანობას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დენსტრიისპირეთში და მოლდოვის ტერიტორიაზე. დნესტრიისპირეთში ის იყო საპარლამენტო თანამშრომლობის შესაბამისი ფორმატის ხელმძღვანელი, იყო სადამ ჰუსეინის მოკავშირე და არის ადამიანი, რომელიც ასრულებს პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებებს. ამიტომ ფუჭი საუბარი ეყოფა “ქართულ ოცნებას,” რომ თითქოს აპირებს ებრძოლოს რუსეთს და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები იმისთვის, რომ რაღაცით მაინც ცდილობს დაუპირისპირდეს იმ შეტევას, რომელიც ყოველდღიურად იზრდება ჩვენს სახელმწიფოზე და ამას ვხედავთ ჩვენი ქვეყნის ქუჩებში, როდესაც რუსეთის ხელშეწყობით ფაშისტური მოწოდებები ისმის. ფაშისტური მოწოდებები, რომელიც თავს ესხმის პირდაპირ ჩვენს მომავალს ევროპაში. დროა, საქართველოს საზოგადოებას განუცხადოს “ქართულმა ოცნებამ” ვის მხარეს არის: გავრილოვის, ვასაძის და მსგავსი პერსონაჟების, თუ არის ქართული სახელმწიფოს და ჩვენი ევროპული მომავლის მხარეს. მოვითხოვ, კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს “ქართული ოცნების” პოზიცია გავრილოვის საქართველოში შემოშვებასთან დაკავშირებით ჩვენს სახელმწიფოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუცნაშვილი, კობახიძე და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ თავად მონაწილეობენ იმ ომში, რომელიც რუსეთმა გამოუცხადა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს”-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, გავრილოვი იმყოფებოდა ომის დროს აფხაზეთში, და შესაბამისად, ძალიან დიდი ხანია მხილებულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებში.

“არანაირი დამატებითი გამოძიება და ფაქტების დადგენა ამ შემთხვევაში არ არის ჩემი აზრით, აუცილებელი, რაც ნათელი და ხელშესახებია. გავრილოვი, მათ შორის, საკუთარი განცხადებებით, თავს ესხმის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, სავარაუდოდ იმყოფებოდა აფხაზეთში ომის დროს, და დარღვეული აქვს ასევე კანონი ოკუპაციის შესახებ. შესაბამისად, მისი შემოშვება ჩვენს სახელმწიფოში არის პირდაპირ ხელშეწყობა რუსეთის სტრატეგიის განხორციელების საქართველოში”-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...