სამადაშვილი ევროსაბჭოს მინისტერიალის სტრასბურგში ჩატარებაზე: ეს არის საზოგადოების ზეწოლის შედეგი

“მაგრამ როგორც ყოველთვის საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ან ვერ გათვალა ის პრობლემები, რაც წარმოიქმნებოდა”-ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა “კურიერთან” განაცხადა.

“ეს არის რეალურად ჩვენი საზოგადოების ზეწოლის შედეგი. თუმცა ხელისუფლებას დროულად რომ დაეწყო კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, შესაძლებელი გახდებოდა, ეს ღონისძება ჩატარებულიყო საქართველოში, თუმცა რუსეთის დელეგაცია შერჩეულიყო ისე, რომ შეუძლებელი არ გამხდარიყო მათი მონაწილეობა ამ შეხვედრაში. მაგრამ როგორც ყოველთვის საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ან ვერ გათვალა ის პრობლემები, რაც წარმოიქმნებოდა, ან უბრალოდ არ მოელოდნენ, რომ ასეთი მკვეთრი რეაქცია იქნებოდა,” – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია მაისში, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად