სამადაშვილი: ეს დღე იმ ძალადობის გაგრძელება იყო, რასაც ხელისუფლებამ არჩევნები დაარქვა

პარლმანეტში მომხდარ დაპირისპირებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი ეხმაურება და აცხადებს რომ ძალადობრივი წინასაარჩევნო კამპანია პარლამნეტში გაგრძელდა.

სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებას აღარაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ მმართველობასთან.

“ეს დღეები იყო გაგრძელება იმ ძალადობის, რომელსაც ხელისუფლებამ დაარქვა არჩევნები და ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით საიდან იმართებოდა ძალადობის კამპანია დემოკრტიული ოპოზიციის და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. სწორედ აქედან, ხელისუფლების ცენტრიდან, პარლმანეტიდან და სხვადასხვა უწყებიდან დღეს ეს ძალადობა გადმოვიდა პარლამენტში და ჩვენ ვნახეთ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები, მათი სატელიტი პარტიები არ აძლევენ შესაძლებლობას 800 000 ქართველის წარმომადგენელ დეპუტატებს გააჟღერონ გზავნილები, რომლებიც აქვთ მათ. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების სახე, რომელსაც დემოკრატიულ მმართველობასთან უკვე აღარაფერი აქვს საერთო. ეს არის ალბათ, ერთ–ერთი ყველაზე სამარცხვინო დღეს ქართველი პარლამენტარიზმის ისტორიაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა ხელი შეუშალოს ამას, ეს არის ჩვენი ვალდებულება” – განაცხადა სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად