სამადაშვილი: ეჩქარება ივანიშვილს, რომ სწრაფად დაასრულოს დამოუკიდებელი ტელევიზიები

ასე აფასებს, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი TV “პირველის” დამფუძნებლის, ვატო წერეთლის პროკურატურაში დაბარებას .

სალომე სამადაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში კრიტიკული მედია სივრცის მოსუფთავებას ცდილობს.

“ახლა, სამიზნე არის როგორც ჩანს “ტვ პირველი”, ამ ტელევიზიის დამოუკიდებლობის ხარისხი ძალიან მაღალია…ძალიან ეჩქარება ივანიშვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს დამოუკიდებელი ტელევიზიები ჩვენს ქვეყანაში, ის ფიქრობს, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ეს არის ინსტრუმენტულად მნიშვნელოვანი,“-აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად