სამადაშვილი: ძალიან მძიმე ამბავია, რომ ადამიანის მსხვერპლი გახდა საჭირო, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია მომხდარიყო

ამის შესახებ დაპუტატმა სალომე სამადაშვილმა, ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ძალიან მძიმე ამბავია ჩვენს თავს, რომ ადამიანის მსხვერპლი გახდა საჭირო, რომ თითქოს რაღაცა საზოგადოების მეტ-ნაკლებად კონსოლიდაცია მომხდარიყო და ჩვენ რაღაცეებზე მაინც შევთანხმებულიყავით. აქცია როდესაც გაიმართა, მახსოვს რომ ყველა მედიასაშუალება იყო წარმოდგენილი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რაღაცა ვალდებულებაც გვაქვს ამ დაღუპულის მიმართ, რომ მისი დაღუპვა არ იყოს ფუჭი, რაღაცას რომ ჩავეჭიდოთ რაც არის კარგი აქედან. ჩვენ რაც შეგვიძლია კარგი გამოვიყენოთ, ეს არის კონსოლიდაცია იმის გარშემო, რომ ასე ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ცხოვრებას”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...