სამადაშვილი: ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ვიხილეთ, ხელისუფლების მხარდაჭერით ძლიერდებიან

ამის შესახებ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვესთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

“მერვე წელია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მხარდაჭერით ხდება ქვეყანაში მოძლიერება იმ ფაშისტური, ძალადობრივი ჯგუფების, რომლებიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ თბილისის ქუჩებში”,-ამბობს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, „ქართული მარშის“ წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გააპროტესტეს. თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე რამდენჯერმე მოხდა შეხლა-შემოხლა.

შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული.

სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად