სამადაშვილი: დიახ, ევროპარლამენტში 700-ზე მეტი წევრია და აქედან რამდენიმეს აინტერესებს საქართველოში რა ხდება

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური  მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა „ტვპირველის“ გადაცემა „ღამის ამბებში“ განაცხადა.

„ასეთი უსუსური არგუმენტების მოფიქრება… ვფიქრობ რომ არგუმენტების მოფიქრების თავიც არ აქვს მმართველ გუნდს. ვფიქრობ მათ დაქირავებული კონსულტანტები ყავთ, რომლებიც  უწერენ რა უნდა თქვან და როგორ ჩანს  ეს სისულელე მათი შეთავაზებული ფაბულაა.

დიახ ევროპარლამენტში არის 700-ზე მეტი წევრი და აქედან მხოლოდ რამდენიმეს აინტერესებს საქართველოი რა ხდება, ისევე როგორც ამერიკის კონგრესში. და ყველა ვისაც აინტერესებს საქართველოში რა ხდება, თვალყურს ადევნებს ამ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა რა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელია, ერთხმად არის შეთანხმებული, რომ ეს ქვეყანა დგას უმწვავესი გამოწვევის წინაშე. ეს არის ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის ჩამოშლა და გაუქმება და რუსული ინტერესების გამყარება“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად