სამადაშვილი დეკანოზ მამალაძის საქმეზე: კარგი იქნება პარლამენტში სპეციალური ჯგუფი შეიქმნას

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ეხმიანება და აცხადეს, კარგი იქნება, თუ პარლამენტში ამ საკითხზე სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. 

"ეს საქმე არის უკიდურესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების საქმე, მოველით, რომ პროკურატურა მუდმივ რეჟიმში ინფორმაციას მოგვაწოდებს. მე ვფიქრობ, კარგი იქნებოდა პარლამენტში სპეციალური ჯგუფიც შექმნილიყო, რომელსაც ექნება შესაძლებლობა მიიღოს ყველა დეტალი, რომელიც შესაძლოა პროკურატურამ ამ ეტაპზე საჯაროდ ვერ გააჟღეროს",-განაცხადა სალომე სამდაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...