სამადაშვილი: დავაფიქსირეთ შეშფოთება, რომ დღევანდელი ხელისუფლება საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს ნატო-ში

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მედლინ მუნი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა, სადაც საუბარი ნატო-ში საქართველოს მომავალს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს შეეხო.

როგორც საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალსიტებს განუცხადა, შეხვედრაზე ითქვა, რომ არ შეიძლება, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესისთვის შექმნილმა პრობლემებმა შეაფერხოს ჩვენი წინსვლა ნატო-სკენ, ასევე დაფიქსირდა შეშფოთება, რომ დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს ნატო-ში.

“ნატო არის დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანება და ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროცესები მათ შორის, რაც საქართველოში მიმდინარეობს. დავაფიქსირეთ შეშფოთება, რომ დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს ნატო-ში. ასევე საუბარი გვქონდა განცხადებებზე, რომელიც კეთდება უკანასკნელ დღეებში, რაც შეეხება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხს. ვისაუბრეთ გამოწვევაზე, რასაც რუსული პროპაგანდა ამ თვალსაზრისით წარმოადგენს. თუმცა ძალიან ხშირად რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს ნატო-სთან დაკავშირებით, ხელისუფლების და მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იმეორებენ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...