სამადაშვილი: ჩვენ ძლიერება შევინარჩუნეთ იმით, რომ გვყავს სწორი იდეოლოგიის ამომრჩეველი

ჩვენი ძლიერება შევინარჩუნეთ სწორედ იმით, რომ გვყავს სწორი იდეოლოგიის ამომრჩეველი და მხარდამჭერი”-ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა.

” თქვენ თავად ახსენეთ, რომ ჩვენი პარტია არის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური მოთამაშე. მიუხედავად იმისა რომ მრავალწლიანი პოლიტიკური დევნის, შევიწროების, ფაქტობრივად განადგურების მცდელობის ობიექტი არის.

ჩვენ ძლიერება შევინარჩუნეთ სწორედ იმით, რომ გვყავს სწორი იდეოლოგიის ამომრჩეველი და მხარდამჭერი. ძალიან ხშირად, ჩვენი მხარდამჭერები ბევრად უფრო მომთხოვნები არიან, ვიდრე შეიძლება ვიყოთ ნებისმიერ ჩვენთაგანი. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ვერც მე და ვერცერთი ლიდერი ენმ-ს ვერ გასცემს ცარიელ ვექსილს, რომ ნებისმიერ მაჟორიატორიბის კანდიატს ჩვენი ამომრჩეველი დაუჭერს მხარს, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ მოვუწოდებთ”-ამბობს სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად