სამადაშვილი: ჩარაზეს საკრებულოს შენობა, პარლამენტის წევრსაც კი არ უშვებენ!

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე ობიექტური გამოძიების მოთხოვნით საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს.

საკრებულოს შენობასთან იმყოფებოდა პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილიც, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა შენობაში არც ის შეუშვეს.

“პასუხი არ აქვთ შეკითხვაზე, რატომ არ მიშვებენ. თქვენ როგორც იცით, პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ შენობაში შევიდეს. მე მსურს შევიდე მხოლოდ მე, შევხვდე ტყემალაძეს და ვესაუბრო მას, თუ რას აპირებს “ქართული ოცნება”, როგორ აპირებს რეაგირებას ძალადობის ფაქტზე, რომელიც აქ შედგა. მაგრამ ჩარაზეს შენობა და პარლამენტის წევრსაც კი არ უშვებენ, ყოველგვარი კანონის დარღვევით, ეს არის გაუქმებული სახელმწიფო და გაუქმებული კანონი ქვეყანაში, რასაც დღეს ჩვენ აქ ვხედავთ,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად