სამადაშვილი: ჩანს, ელოდებიან ივანიშვილის გადაწყვეტილებას, წავა დათმობაზე თუ მურუსიძის კლანის მოთხოვნას შეასრულებს

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“როგორც ჩანს ელოდებიან ივანიშვილს, რომ გამოთვალეს რა უფრო დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდება მას, ის რომ რაღაც დათმობებზე მოუწიოს წასვლა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით თუ მურუსიძის და მისი მოსამართლეების კლანის ყველა მოთხოვნის შესრულება. ელოდებიან ბიძინა ივანიშვილის მითითებას. ეს არის კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, რომ ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილების გარეშე ელემენტარულ გადაწყვეტილება ვერ იღებს ვერც ამ შენობაში და ვერ ხელისუფლებაში.

ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ქვეყანა არაფორმალურად იმართება ადამიანის მიერ, რომელსაც საერთოდ არანაირი არჩეული თანამდებობა ქვეყანაში არ უკავია. ეს არის მაჩვენებელი ქაოსის, რომელიც კიდევ ერთხელ დამყარდა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შედეგად”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ვრცელდება, ინფორმაცია რომ საპარლამენტო უმრავლესობა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქარველოს” მთავარ ოფისში, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ხვდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად