სამადაშვილი: ბატონი გახარია ცდილობს ამოეფაროს საერთაშორისო თანამეგობრობის ზურგს

“რას ნიშნავს ელჩები იქ იყვნენ და რას აკვირდებოდნენ მასთან ერთად?! დარბევას?! ანუ რას აკეთებს ბატონი გახარია?! “,-ამის შესახებ, ” ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ის გიორგი გახარიას მიერ ტვ „პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

“გიორგი გახარიას განცხადებამ დამიტოვა შთაბეაჭდილება რომ ბატონი გახარია, ახლა ცდილობს ამოეფაროს ზურგს საერთაშორისო თანამეგობრობის. რას ნიშნავს ელჩები იქ იყვნენ და რას აკვირდებოდნენ მასთან ერთად?! დარბევას?! ანუ რას აკეთებს ბატონი გახარია?! დღეს უნდა რომ დაპირისპირება შემოიტანოს დასავლეთის ქვეყნებს და ჩვენს საზოგადოებას შორის.

აცხადებს რომ მის მიერ ორგანიზებულ დარბევას ინდულგენცია მისცა საერთაშორისო თანამეგობრობამ. საერთაშორისო თანამეგობრობის გზავნილი ჩვენ გვესმის. ძალიან ნათელია, გამოძიებული იქნას ყველაფერი, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ.

ეს იყო ძალიან სახიფათო ნაბიჯი. ბატონი გახარია ეჭვის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს რომ უცხო ქვეყნის ელჩები უნდა იყვნენ შენობაში და გაამართლოს გადაწყვეტილებები, რომელსაც ხელისუფლება იღებს?!

მეორეს მხრივ, განხეთქილების შემოტანა უნდა როგორც ჩანს, იმიტომ რომ იცის დასავლეთის მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული ძალების ჩვენს ქვეყანაში და იმ ხალხისთვის ვინც კვირების მანძილეზე ქუჩაში დაგას და მის გადადგომას ითხოვს ძალიან მნშვნელოვანია და ცდილობს შეიტანოს განხეთქილება და დისონანსი ამ ურთიერთობაში”,-განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას განაცხადა, რომ ის პარლამენტის შენობაში 20 ივნისს რამდენიმე ელჩთან ერთად იმყოფებოდა და თვალს ადევნებდა მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, ის თვალს ადევნებდა ზოგიერთ პოლიტიკოსს, რომელიც ხელმძღვანელობდა შტურმს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...