სამადაშვილი ბარამიძეს: არ ვაპირებ, უფლება მივცე შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიონ

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერის, გია ბარამიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება და მას მარგინალს, ჩამოწერილს და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსს უწოდებს.

ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა გია ბარამიძის განცხადების საპასუხოდ დაწერა, სადაც ის მზად არის სამადაშვილთან დებატებისთვის.

“მელია რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე, ჩემო გია. მანამდე არ ვაპირებ უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს”, – წერს სალომე სამადაშვილი.

სალომე სამდაშავილის მიერ, პარტიის ასე დემონსტრაციულად ფეხებზე დაკიდებით პარტიის წევრების ნაწილმა მისი პარტიიდან გარიცხვა მოითხოვა. მისი საკითხი გადაუწყვეტელია, ამიტომ სასარგებლო იქნება საჯარო დებატები, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის”ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე Facebook-ში წერს: გიორგი ბარამიძე: თუ 3 “არაქოცური” ტელევიზია ჩემი და სამადაშვილის დებატებს მოაწყობს, კარგი იქნება

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...